Thumbnail

ნახეთ: ანიტამ და ქარდი ბიმ კომპოზიცია Me Gusta შეასრულეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრაზილიელმა პოპვარსკვლავმა, ლარისა დე მასედო მაჩადომ, ფსევდონიმით Anitta, ჯიმი ფელონის ღამის შოუში კომპოზიცია Me Gusta შეასრულა. მაყურებლის წინაშე აგრეთვე ჰიპ ჰოპ არტისტი, ქარდი ბი და პუერტორიკოელი რეპერი, მაიკ თაუერსი წარდგნენ, რომლებიც ანიტას ტრეკში მონაწილეობენ.

ანიტამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. სამი წლის შემდეგ არტისტმა ამავე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელა. მას ამ დრომდე 4 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება 2013 წელს გამოშვებულმა სინგლმა Show das Poderosas მოუტანა, რომელსაც იუთუბზე 150 მილიონზე მეტი ნახვა დაუგროვდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული