Thumbnail

მოუსმინეთ: Deftones ახალ ალბომს Ohms ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკული ალტერნატიული მეტალ ბენდი Deftones ახალ, რიგით მეცხრე ალბომს Ohms ავრცელებს. სტუდიური ჩანაწერი 10 კომპოზიციას აერთიანებს. ნამუშევრის პროდიუსერი ხმის რეჟისორი ტერი დეითი გახლავთ.

ნახეთ: Deftones - Genesis

Deftones საკრამენტოში 1988 წელს შეიქმნა. შვიდი წლის შემდეგ კოლექტივმა სადებიუტო ალბომი Adrenaline გაავრცელა. ჯგუფს ამ დრომდე 8 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული. გრემის მფლობელ ბენდს კარიერის განმავლობაში 10 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული