Thumbnail

MGK ემინემზე: ყველაზე მეტად არ მსურს, რომ გაბრაზებული ლეგენდა ვიყო

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კლივლენდელი ჰიპ ჰოპ არტისტი Machine Gun Kelly ცნობილი რადიოწამყვანის, ჰოვარდ უების საავტორო გადაცემის სტუმარი გახლდათ. ინტერვიუს მიმდინარეობისას ახალგაზრდა რეპერმა მის ეპოქალურ კოლეგასთან, ემინემთან დაპირისპირებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

"20 წელია, ის მდიდარი და გაბრაზებულია" - MGK-მ ემინემს დასცინა

Eminem: მე ღმერთი ვარ, MGK მომაკვდინებელი ცოდვებისგან განვწმინდე

"ტურნეს ავტობუსში მეძინა, როდესაც მან ახალი ალბომი Kamikaze გამოაქვეყნა. აღმოვაჩინე, რომ სტუდიური ჩანაწერის სამ კომპოზიციაში ჩემზე საუბრობდა. რა უნდა მექნა, მხარი მეცვალა და ძირი გამეგრძელებინა? ვთქვი, რასაც ვფიქრობდი... მტრების გაჩენას მეგობრების შეძენა მირჩევნია. ხელგაშლილი ადამიანი ვარ და ყოველთვის კარგ წრეში ვტრიალებ. ყველაზე მეტად არ მსურს, რომ გაბრაზებული ლეგენდა ვიყო", - განაცხადა ქელიმ.

ქელისა და ემინემს შორის ურთიერთობა 2018 წელს დაიძაბა, როდესაც ვეტერანმა ემსიმ გაყიდვაში ახალი ალბომი Kamikaze ჩაუშვა, რომლის ტრეკებშიც მან არაერთი მუსიკოსი გადისა. კომპოზიციაში Not Alike ემინემმა მეშინ გან ქელის საკუთარ შვილზე, ჰეილიზე საუბარი აუკრძალა. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ქელიმ გოგონას "ძალიან სექსუალური" (Hot as fu*k) უწოდა, რამაც, როგორც ჩანს, სახელოვანი რეპერი გაანაწყენა.

მეშინ გან ქელიმ ემინემს კომპოზიცია Rap Devil მიუძღვნა, რომელშიც ვეტერან რეპერს კარიერის დასრულებისკენ მოუწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ემინემი საკუთარი დაცვის წევრებსა და დოქტორ დრეს ინსტრუმენტალებს არის ამოფარებული. ქელის თქმით, 2010 წლის ალბომი Recovery მუსიკოსის უკანასკნელი ღირებული ჩანაწერია.

საპასუხოდ, ემინემმა კომპოზიცია Killshot გაავრცელა. "მომიწია, შენთვის კარიერა მეჩუქებინა, რათა შემდეგ დამენგრია (Had to give you a career to destroy it)", - მიმართა ჩანაწერში მეშინ გან ქელის დეტროიტელმა არტისტმა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული