ლონდონელმა პოეტმა და მუსიკოსმა, არლო პარკსმა რადიოსადგურ BBC Radio 1-ის ეთერში ამერიკელი პოპვარსკვლავის, ბილი აილიშის კომპოზიციის My Future ქავერ ვერსია შეასრულა. ფინეასთან ერთად დაწერილი სინგლი ბილიმ 30 ივლისს გამოაქვენა.
► ნახეთ: ფიბი ბრიჯერსმა და არლო პარკსმა Radiohead-ის Fake Plastic Trees შეასრულეს
არლო პარკსმა შემოქმედებითი კარიერა 2018 წელს დაიწყო. მუსიკოსს ამ დრომდე ორი სტუდიური ჩანაწერი Super Sad Generation და Sophie აქვს გამოცემული. მისი ყველაზე ცნობილი კომპოზიცებია Cola და Black Dog.
კომენტარები