Thumbnail

მოუსმინეთ: ჯგუფი Public Enemy ახალი ალბომით დაბრუნდა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

სამწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, ლეგენდარული ნიუ იორკული ჰიპ ჰოპ გაერთიანება Public Enemy მსმენელს ახალი ალბომით 'What You Gonna Do When The Grid Goes Down?' დაუბრუნდა. ვეტერანი მუსიკოსების რიგით მე-15 სტუდიური ჩანაწერი 17 კომპოზიციას, მათ შორის სინგლებს Fight The Power (Remix) და State Of The Union აერთიანებს. ჯგუფმა ჩანაწერის ფარგლებში ითანამშრომლა კოლეგებთან: Cypress Hill, George Clinton, DJ Premier, Mike D, Run DMC, Daddy-O, Nas, Rapsody, Black Thought, YG, Questlove, Ice-T, PMD და სხვა.

Public Enemy ნიუ იორკში 1985 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსები კომპოზიციებში ხშირად აჟღერებენ პოლიტიკური შინაარსის მესიჯებს. ისინი აკრიტიკებენ ამერიკულ მედიას, აპროტესტებენ სისტემურ ძალადობას და აფროამერიკელთა მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ. 2013 წელს კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს, 2019 წელს კი მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის არტისტებს გრემის პრესტიჟული ჯილდო გადაეცათ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული