Thumbnail

Cardi B: ოფსეტთან დაშორების შემდეგ შეტყობინებები გადამევსო, პაემნებზე მეპატიჟებიან

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქარდი ბიმ პლატფორმა OnlyFans-ზე პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა, რომ რეპერ ოფსეტთან დაშორების შემდეგ მას არაერთი ადამიანი სწერს და პაემანზე ეპატიჟება, თუმცა, ამჟამად ახალი ურთიერთობისთვის არ სცალია.

Cardi B: ვერ დაველოდებოდი, Offset კიდევ როდის მიღალატებდა

"ცრემლიც არ ჩამომვარდნია" - Cardi B-მ რეპერ Offset-თან განქორწინებაზე პირველად ისაუბრა

"ოფსეტთან დაშორების შემდეგ, ჩემი პირადი შეტყობინებები გადაივსო. არაერთი ადამიანი მეპატიჟება პაემანზე. თუმცა, ამჟამად ვინმესთან ურთიერთობის დაწყების სურვილი არ მაქვს. ჩემს საქმეზე ვარ ორიენტირებული და ეს სიამოვნებას მანიჭებს. რაც შეეხება ოფსეტს, მის მიმართ ზიზღს არ ვგრძნობ. არც არაფერ ცუდს არ ვუსურვებ და ვიცი, რომ ისიც ანალოგიურადაა ჩემ მიმართ განწყობილი", - ამბობს ქარდი.

ქარდიმ და ოფსეტმა 2017 წლის სექტემბერში იქორწინეს. მათ 2018 წელს საერთო შვილი, ქალჩერი შეეძინათ. იმავე წლის დეკემბერში მუსიკოსმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ქმარს ღალატის გამო შორდებოდა. 2019 წლის თებერვალში, ოფსეტის მრავალი მცდელობის შემდეგ, წყვილი შერიგდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული