ახალგავრცელებული სადებიუტო ალბომის The Liz პრომოუშენის ფარგლებში, ჰიპ ჰოპ გაერთიანება "გრიზელდას" ახალწვეულმა, არმანი სეზარმა სინგლზე Palm Angels გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ტრეკის პროდიუსერი Animoss გახლავთ, რომელიც ძირითადად ნიუ იორკული ანდერგრაუნდის წარმომადგენლებთან თანამშრომლობს.
► მოუსმინეთ: Armani Caesar სადებიუტო ალბომს The Liz ავრცელებს
► ნახეთ: Armani Caesar და Benny The Butcher კლიპში Simply Done
არმანი "გრიზელდას" დამფუძნებლის, ვესთსაიდ განის მსგავსად, შტატ ნიუ იორკის ქალაქ ბუფალოდან გახლავთ. მან რეჩიტატივის კითხვა 12 წლის ასაკში დაიწყო. თუმცა, მუსიკას მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელია, აქვეყნებს. გაერთიანებაში ის მიმდინარე წელს გაწევრიანდა. 2020 წლის სექტემბერში არმანი სეზარმა სადებიუტო ალბომი The Liz გაავრცელა.
კომენტარები