Thumbnail

ამერიკელმა მუსიკოსმა, კურტ ვაილმა ახალი კომპოზიცია How Lucky გაავრცელა. ჩანაწერში ცნობილი ქანთრი ფოლკ არტისტი, ჯონ პრაინი მონაწილეობს, რომელიც 7 აპრილს, 73 წლის ასაკში, კორონავირუსით გარდაიცვალა. სინგლი ვაილის მომავალ EP-ში სახელწოდებით Speed, Sound, Lonely KV შევა, რომელიც 2 ოქტომბერს გამოიცემა.

მოუსმინეთ: კურტ ვაილმა ნიკ ქეივის კომპოზიცია Stranger Than Kindness დააქავერა

კურტ ვაილმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2003 წელს დაიწყო. ის ცნობილი როკ ჯგუფის The War on Drugs გიტარისტი იყო. არტისტს 7 სოლო ალბომი აქვს გამოშვებული. 2018 წლის 12 ოქტომბერს მან რიგით მერვე სტუდიური ჩანაწერი გაავრცელა. ვაილის მუსიკალური მიმართულება ინდი როკსა და ინდი ფოლკს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული