Thumbnail

ნახეთ: Zayn ახალ კომპოზიციას Better და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს

ლიკა მაისურაძე პროფილის ფოტო
ლიკა მაისურაძე

ბრიტანელი მუსიკოსი, ზეინ მალიკი, სასცენო სახელით Zayn, ახალ კომპოზიციას Better და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. კლიპზე რეჟისორმა რაიან ჰოუპმა იმუშავა. სიმღერა ზეინის მომავალ, ჯერჯერობით უსახელო ალბომში სინგლის სახით იქნება წარმოდგენილი.

ზეინ მალიკსა და ჯიჯი ჰადიდს შვილი შეეძინათ

ზეინ ჯავად მალიკი სცენაზე 2010 წელს ბრიტანულ "იქს ფაქტორში" გამოჩნდა, შემდეგ კი კარიერა პოპულარულ ინგლისურ ბოიბენდში One Direction გააგრძელა. 2015 წელს მუსიკოსმა ჯგუფი დატოვა და სოლო კარიერა დაიწყო. 2016-ში ის პირველი ბრიტანელი მამაკაცი არტისტი გახდა, რომლის სადებიუტო სინგლმაც Pillowtalk როგორც ბრიტანულ, ასევე ამერიკულ ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული