Thumbnail

მოუსმინეთ: Tory Lanez ალბომს DAYSTAR ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა კანადელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დეისთარ პეტერსონმა, სასცენო სახელით Tory Lanez, ყოველგვარი დააანონსებისა და პრომოუშენის გარეშე, ახალი ალბომი DAYSTAR გამოაქვეყნა. ტორონტოელი მუსიკოსის სტუდიური ჩანაწერი 17 კომპოზიციას მოიცავს.

Megan Thee Stallion თორი ლეინზს: ნუ იტყუები, იარაღიდან შენ მესროლე და დამჭერი

ნახეთ: Jack Harlow, DaBaby, Tory Lanez და Lil Wayne კლიპში Whats Poppin (Remix)

ალბომის რამდენიმე ტრეკში თორი მასა და ჰიუსტონელ კოლეგას Megan Thee Stallion შორის მომხდარ ინციდენტს შეეხო, რის შემდეგაც მეგანმა თორი დაჭრაში დაადანაშაულა. კანადელმა ბრალდებები უარყო და კომპოზიციაში Money Over Fallouts განაცხადა:

"ჯანდაბა, როგორ შეიძლება, ტყვია ტერფში მოგხვდეს და ძვალი ან მყესი არ დაგიზიანდეს".

"How the fuck you get shot in your foot, don’t hit no bones or tendons".

თორიმ მუსიკალური კარიერა 2009 წელს მიქსტეიპით T.L 2 T.O დაიწყო, 2016 წელს მან სადებიუტო ალბომი I Told You გამოუშვა. ჩანაწერის მთავარმა კომპოზიციამ Say It იუთუბზე 240 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. 2018 წელს კი დეისთარმა გაყიდვაში რიგით მეორე და მესამე სტუდიური ნამუშევრები Memories Don't Die და Love Me Now? ჩაუშვა. 2019 წელს კანადელმა არტისტმა მორიგი ჩანაწერი Chixtape V გაავრცელა. დღეისთვის მუსიკოსის დისკოგრაფიაში 4 ალბომი, 18 მიქსტეიპი და 3 EP ერთიანდება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული