Thumbnail

ბრიტანულმა როკ ჯგუფმა Royal Blood ახალი კომპოზიცია Trouble’s Coming გაავრცელა. სინგლი დუეტის მომავალ, რიგით მესამე ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც 2021 წელს გამოიცემა. ეს პირველი სინგლია, რომელიც ბენდმა 2017 წელს გამოქვეყნებული სტუდიური ჩანაწერის How Did We Get So Dark? შემდეგ გამოუშვა.

Royal Blood ქალაქ ბრაიტონში 2011 წელს შეიქმნა. სამი წლის შემდეგ მუსიკოსებმა ჯგუფისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელეს. 2017 წელს კი დუეტმა რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი How Did We Get So Dark? გამოსცა. მათი შემოქმედება ალტერნატიულ და ჰარდ როკს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული