Thumbnail

ნახეთ: მერილინ მენსონის ახალი კლიპი, რომელშიც მსახიობი ნორმან რიდუსი მონაწილეობს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა, მერილინ მენსონმა კომპოზიციაზე Don't Chase the Dead გადაღებული კლიპი გაავრცელა. ვიდეორგოლში, რომლის რეჟისორიც ტრევის შინი გახლავთ, პოპულარული სერიალის The Walking Dead ვარსკვლავი, ნორმან რიდუსი მონაწილეობს. ტრეკი მენსონის ბოლო ალბომში We Are Chaos არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 11 სექტემბერს ჩაეშვა.

მერილინ მენსონმა განმარტა, თუ რატომ აღარ სვამს აბსენტს

მერილინ მენსონი: ოზი ყოველთვის ძალიან მშვიდი და საინტერესო პიროვნება იყო

მოუსმინეთ: მერილინ მენსონმა ალბომი We Are Chaos გამოუშვა

ბრაიან უორნერმა მუსიკალური კარიერა 1989 წელს დაიწყო. მისი ფსევდონიმი Marilyn Manson ამერიკელი მსახიობის მერილინ მონროს სახელისა და ცნობილი დამნაშავის, ჩარლზ მენსონის გვარის კომბინაციაა. სკანდალური იმიჯით გამორჩეულმა მუსიკოსმა წარმატებას მეორე სტუდიური ნამუშევრის Antichrist Superstar გამოსვლის შემდეგ მიაღწია. არტისტის 3 ალბომს პლატინის სტატუსი აქვს მოპოვებული. მისი ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია The Beautiful People და ინგლისური ბენდების Depeche Mode და Eurythmics ქავერები Sweet Dreams და Personal Jesus.

კომენტარები

ბოლოს დამატებული