Thumbnail

ნახეთ: კაილი მინოუგი ახალ კლიპს Magic ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ავსტრალიელი პოპვარსკვლავი, კაილი მინოუგი ახალ კომპოზიციას Magic და მასზე შექმნილ ვიდეორგოლს ავრცელებს. კლიპზე რეჟისორმა სოფი მიულერმა იმუშავა, რომელსაც წარსულში კაილის არაერთი მუსიკალური ვიდეო გადაუღია.

ნახეთ: კაილი მინოუგმა ჯიმი ფელონის შოუში სიმღერა Say Something შეასრულა

ნახეთ: კაილი მინოუგმა სიმღერაზე Say Something შექმნილი კლიპი გაავრცელა

ეს, ივლისში გამოშვებული ტრეკის Say Something შემდეგ, მეორე სინგლია, რომელიც კაილიმ მომავალი ალბომიდან Disco გაავრცელა. სტუდიური ჩანაწერი გაყიდვაში 6 ნოემბერს ჩაეშვება.

მომღერალმა კარიერა 1987 წელს დაიწყო. გრემის მფლობელ არტისტს დღემდე 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არაერთი ჰიტის მქონე მუსიკოსის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად 2001 წელს ჩაწერილი სიმღერა Can't Get You Out of My Head ითვლება, რომელმაც ბილბორდის ჩარტში პირველობა არავის დაუთმო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული