Thumbnail

მოუსმინეთ: Action Bronson ალბომს Only For Dolphins ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ქუინსელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ექშნ ბრონსონმა ახალი ალბომი Only For Dolphins გამოაქვეყნა, რომელიც 12 კომპოზიციას, მათ შორის სინგლებს Latin Grammys, Golden Eye და Mongolia აერთიანებს. ნიუ იორკელის სტუდიურ ნამუშევარში მისი კოლეგები: Meyhem Lauren, Yung Mehico და Hologram მონაწილეობენ. ალბომში შესული რამდენიმე ტრეკის პროდიუსერი ალქემისთი გახლავთ, რომელთანაც ექშნმა წარსულშიც არაერთხელ ითანამშრომლა.

ნახეთ: Action Bronson ფრისტაილს კითხულობს

წარმოშობით ალბანელმა ექშნმა, რომელიც პროფესიონალი მზარეულია, მუსიკალური კარიერა 2008 წელს დაიწყო. რეპერის კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომი Mr. Wonderful გაყიდვაში 2015 წელს ჩაეშვა. ნამუშევრის მთავარი კომპოზიცია Baby Blue ოქროს სტატუსის მფლობელია. მუსიკოსის ბოლო დროინდელი შემოქმედებიდან მსმენელის განსაკუთრებული მოწონება კალიფორნიელ პროდიუსერთან, ალქემისთთან ერთად ჩაწერილმა სტუდიურმა ნამუშევარმა Lamb Over Rice დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული