ბრიტანელმა არტისტმა Yungblud კომპოზიციაზე God Save Me, But Don’t Drown Me Out გადაღებული კლიპი გაავრცელა. სინგლი მის მომავალ ალბომში Weird! იქნება წარმოდგენილი, რომელიც 13 ნოემბერს გამოიცემა. ვიდეორგოლზე იანგბლადთან ერთად რეჟისორმა გევინ გოტლიჩმა იმუშავა.
► მოუსმინეთ: Yungblud - god save me, but don't drown me out
დომინიკ რიჩარდ ჰარისონმა, ფსევდონიმით Yungblud, მოღვაწეობა 2017 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Psychotic Kids და Medication მოუტანა. მისი შემოქმედება ალტერნატიულ როკს მოიცავს.
კომენტარები