Thumbnail

ნახეთ: ტრევის სკოტმა ახალი კლიპი FRANCHISE გამოაქვეყნა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ცნობილი ჰიუსტონელი მუსიკოსი Travis Scott მსმენელს ახალ კომპოზიციას FRANCHISE და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. სამხრეთელი მუსიკოსის ჩანაწერში გავლენიანი ატლანტელი არტისტი Young Thug და ლონდონელი რეპერი M.I.A. მონაწილეობენ. ნამუშევრის პროდიუსერი თავად ტრევისთან ერთად ჰიპ ჰოპ კოლექტივის JACKBOYS წევრი Chase B გახლავთ.

მოუსმინეთ: ტრევის სკოტი ახალ ტრეკს The Plan აქვეყნებს

ნახეთ: Travis Scott-მა McDonald's-თან ერთად სამოსი და აქსესუარები გამოუშვა

ნახეთ: ბიგ შონი და ტრევის სკოტი კლიპში Lithuania

ტრევის სკოტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2013 წელს გავრცელებული მიქსტეიპით Owl Pharaoh გახდა. შემსრულებელი მისი თაობის ერთ-ერთ წამყვანი ჰიპ ჰოპ არტისტია. დღეისთვის მის აქტივში სამი პლატინის სტატუსის მფლობელი სტუდიური ალბომია. ტრევისი ლეიბლის Cactus Jack დამაარსებელია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული