Thumbnail

კორონავირუსის პანდემიის გამო ცნობილ არტისტებს მსოფლიო ტურნეები და მუსიკალურ დაჯილდოებებზე დაგეგმილი ვიზიტები ჩაეშალათ, რის გამოც ვერც თვალისმომჭრელი სასცენო სამოსით დაგვამახსოვრეს თავი და ვერც წითელ ხალიჩებზე გაიარეს სახელოვანი დიზაინერების ძვირადღირებული ნამუშევრებით. სამაგიეროდ, მათ ბევრი თავისუფალი დრო გამოუჩნდათ და დასასვენებლად მზიან სანაპიროებსა და აუზებს მიაშურეს. 

► ნახეთ, როგორ ატარებენ შვებულებას ცნობილი მუსიკოსები

გთავაზობთ საცურაო კოსტიუმებში გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც მუსიკოსებმა წელს თაყვანისმცემლებს გაუზიარეს.

Halsey

ამერიკელმა მომღერალმა, ჰოლზიმ თაყვანისმცემლებს საცურაო კოსტიუმში გადაღებული არაერთი ფოტო გაუზიარა. ერთ-ერთ მათგანში ის სუპერმოდელ კენდალ ჯენერისა და მისი დის, მილიარდერი კაილი ჯენერის კოლაბოარაციის Kendall + Kylie ფარგლებში შექმნილი საცურაო კოსტიუმით იწონებს თავს. 

Jennifer Lopez

ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ჯენიფერ ლოპესმა სელფი გააზიარა, რომელშიც ბრენდის Frankies Bikinis 160-დოლარიანი საცურაო კოსტიუმით არის აღბეჭდილი.

Cardi B

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი აუზზე გადაღებული ფოტოებით ხშირად ანებივრებს ინსტაგრამის გამომწერებს. ივლისში გამოქვეყნებული პოსტი ქარდიმ ასე დაასათაურა: "ამ ფოტოზე ჩემთვის ყველაზე მთავარი ფეხსაცმელებია". 

Ariana Grande

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, არიანა გრანდემ იუტაში გატარებული შვებულების დროს გადაღებული ფოტო გაავრცელა, რომელშიც White Fox-ის 39-დოლარიანი ბიკინით პოზირებს. 

Dua Lipa

პოპულარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, დუა ლიპამ კი Kasakai-ს 200-დოლარიანი საცურაო კოსტიუმი მოიხდინა.

Lizzo

მელისა ჯეფერსონს, ფსევდონიმით Lizzo, არც გარუჯვისას დავიწყებია პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დაცვა. ამერიკელმა მუსიკოსმა Thick by Robyn-ის საცურაო კოსტიუმს პირბადე და ხელთათმანები შეუხამა. 

Megan Thee Stallion

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი Fashion Nova-ს ნეონისფერი ყვითელი საცურაო კოსტიუმით იწონებს თავს. 

Britney Spears

ბრიტნი სპირსმა გველის ტყავის პრინტიან ბიკინიში გადაღებული ფოტო იანვარში გაუზიარა თაყვანისმცემლებს. 

Nicole Scherzinger

ამერიკელ მომღერალ, ნიკოლ შერზინგერს ერთ-ერთ ფოტოსესიაზე PQ Swim-ის საცურაო კოსტიუმი ეცვა, რომლის ფასიც 88 დოლარია. 

Rita Ora

ბრიტანელი პოპვარსკვლავი, რიტა ორა Oseree Swimwear-ის ბიკინით იწონებდა თავს. საცურაო კოსტიუმის ფასი $275-ია.

Miley Cyrus

მაილი საირუსმა კი შავი ფერის ბიკინით TikTok-ის ვიდეოში იცეკვა.

Selena Gomez

სელენამ საცურაო კოსტიუმი მისი და Blackpink-ის ერთობლივი ვიდეორგოლის Ice Cream გადასაღებ მოედანზე მოირგო.

Ciara

ამერიკელი არენბი მომღერალი სიარა, რომელმაც ახლახან მესამე შვილი გააჩინა, ჯერ კიდევ ორსულობისას, მაისში გადაღებულ ფოტოში კლასიკური შავი ბიკინით იწონებდა თავს. 

Saweetie

ახალგაზრდა კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დიემონტ ჰარპერმა, ფსევდონიმით Saweetie, ბიკინიში გადაღებულ ფოტოს ხუმრობით დააწერა - "ჩემი სექსის ვიდეო რომ გამეყიდა, მილიარდერი გავხდებოდი".

Shakira

43 წლის კოლუმბიელმა პოპვარსკვლავმა, შაკირამ კი თაყვანისმცემლებს სანაპიროზე გადაღებული ფოტო გაუზიარა.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული