Thumbnail

50 Cent: ხანდახან გვაიძულებენ, რომ ცუდი ბიჭები ვიყოთ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გავლენიან ნიუ იორკელ ჰიპ ჰოპ არტისტ კურტის ჯექსონს, ფსევდონიმით 50 Cent, 2000 წლის 24 მაისს მშობლიურ უბან ქუინსში, ბებიის სახლში თავს დაესხნენ და 9 ტყვია ესროლეს. ფართო საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობი რეპერი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მუსიკოსი მომხდარს ახლახან ინსტაგრამზე გამოეხმაურა და გაიხსენა, რომ ოპერაციისა და მკურნალობის თანხა მხოლოდ მას შემდეგ მოსთხოვეს, რაც პოპულარული გახდა და წარმატებას მიაღწია.

ნახეთ: 50 Cent ემინემისგან მიღებულ ბოლო მესიჯს კითხულობს

50 Cent: მინდა, G-Unit საერთოდ დავივიწყო

"ხანდახან გვაიძულებენ, რომ ცუდი ბიჭები ვიყოთ. საბედნიეროდ, უკვე ვისწავლე, რომ ხალხის აზრს ყურადღება არ უნდა მივაქციო. ეს ყველაფერი 2003 წელს გავიაზრე, როდესაც უეცრად ექიმი გამომეცხადა და ჩემგან 32 000 დოლარი მოითხოვა. ვუპასუხე, აქედან გაეთრიე, მანამ ტყვია მოგხვდა-მეთქი", - იხსენებს რეპერი.

კურტისმა მუსიკალური კარიერა 1996 წელს დაიწყო. მუსიკოსს წარმატება სადებიუტო სტუდიურმა ალბომმა Get Rich Or Die Tryin' მოუტანა. 2003 წლიდან დღემდე ამ ნამუშევრის 14 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა. 2015 წლის მიწურულს მუსიკოსმა ბოლო ოფიციალური მიქსტეიპი The Kanan Tape გამოუშვა, რომლის წამყვანმა სინგლმა I'm The Man პლატინის სტატუსი მოიპოვა. სოლო შემოქმედების გარდა, მუსიკოსი პოპულარული ჰიპ ჰოპ გაერთიანებისა და ლეიბლის G-Unit დამფუძნებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული