Thumbnail

ნახეთ: Foo Fighters-მა ტანსაცმლის კოლექცია გამოუშვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკულმა როკ ჯგუფმა Foo Fighters 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაყიდვაში ახალი მაისურები, ჟაკეტები და კეპები ჩაუშვა. სპეციალური კოლექცია ბენდმა საკუთარი სტუდიური ალბომების ინსპირაციით შექმნა.

დეივ გროლი: Foo Fighters-ის ყოველი ტურნეს დასრულების შემდეგ ვამბობ, რომ ეს იყო ბოლო

პროდუქციის ღირებულება 25-დან 155 დოლარამდე მერყეობს. მათი შეძენა ბენდის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი. ჯგუფმა სარეკლამო ვიდეორგოლიც გამოაქვეყნა.

Foo Fighters 1994 წელს სიეტლში ლეგენდარული გრანჟ ჯგუფის, Nirvana-ს ყოფილმა წევრმა, დეივ გროლმა დააარსა. 12 გრემის მფლობელ კოლექტივს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა The Pretender, Everlong და Best Of You მოუტანა. ბენდმა მსმენელებს 2017 წელს რიგით მეცხრე სტუდიური ალბომი Concrete and Gold შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში პირველი პოზიცია დაიკავა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული