Thumbnail

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ბიგ შონი, რომელმაც მიმდინარე თვის დასაწყისში ახალი ალბომი 'Detroit 2' გამოაქვეყნა, ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში ვეტერან ნიუ იორკელ შემსრულებელს, ფეთ ჯოს ესაუბრა. ამ უკანასკნელთან დიალოგში დეტროიტელმა არტისტმა ყველა დროის ფავორიტი რეპერები გამოარჩია.

მოუსმინეთ: ბიგ შონმა ალბომი 'Detroit 2' გამოუშვა

ნახეთ: ბიგ შონი და ტრევის სკოტი კლიპში Lithuania

ნახეთ: ბიგ შონი კლიპს ZTFO ავრცელებს

ბიგ შონმა ტოპ 5 რეპერს შორის ბიგი, ემინემი, ქანიე ვესთი, ლილ უეინი და ჯეი ზი ჩამოთვალა. მათ გარდა შონმა სხვა ფავორიტი ჰიპ ჰოპ არტისტები: რაკიმი, ნასი, თუფაქი, სნუპ დოგი, ბიგ ელი, ბიგ ფანი და დუეტი "აუთქასთი" ახსენა.

ბიგ შონმა, რომელიც თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი წამყვანი არტისტია, მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. შემსრულებელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი სადებიუტო, პლატინის სტატუსის მფლობელი ალბომით Finally Famous გახდა. 2017 წლის მიწურულს მაიკლმა და მეთრო ბუმინმა ერთობლივ ნამუშევარზე Double Or Nothing ითანამშრომლეს, რომელმაც მსმენელის მოწონება დაიმსახურა. დღეისთვის ბიგ შონის დისკოგრაფიაში 5 სოლო ალბომი ერთიანდება. ბოლო მათგანი 'Detroit 2' შემსრულებელმა სამწლიანი პაუზის შემდეგ, 2020 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა. დეტროიტელი მუსიკოსი ცნობილი ლეიბლის G.O.O.D Music ერთ-ერთი წევრია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული