Thumbnail

ზეინ მალიკსა და ჯიჯი ჰადიდს შვილი შეეძინათ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბრიტანელ მუსიკოს ზეინ მალიკსა და მის შეყვარებულს, სუპერმოდელ ჯიჯი ჰადიდს პირველი შვილი შეეძინათ. 27 წლის არტისტმა ამის შესახებ თაყვანისმცემლებს ინსტაგრამის საშუალებით ამცნო. ჯერჯერობით უცნობია, რა დაარქვა წყვილმა გოგონას.

"ჩვენი პატარა გოგონა უკვე აქ არის, ჯანმრთელი და ლამაზი. წარმოუდგენლად რთულია, ახლა ჩემი განცდები სიტყვებით გადმოვცე. სიყვარული, რომელსაც ამ პაწაწინა ადამიანის მიმართ ვგრძნობ, ყველაფრის მიღმაა. ბედნიერი ვარ, რომ მისი გაცნობის საშუალება მომეცა, ვამაყობ, რომ ის ჩემია და მადლობელი ვარ იმ ცხოვრებისთვის, რომელიც ერთად უნდა გავატაროთ", - დაწერა ზეინმა ინსტაგრამზე.

წყვილმა ურთიერთობა 2015 წელს დაიწყო. შემდეგ წელს გოგონა მუსიკოსის კლიპში Pillowtalk გამოჩნდა. 2018 წლიდან ისინი რამდენჯერმე დაშორდნენ და შერიგდნენ. 2020 წლის აპრილში კი ცნობილი გახდა, რომ ზეინი და ჯიჯი შვილს ელოდებოდნენ.

ზეინ ჯავად მალიკი სცენაზე 2010 წელს ბრიტანულ "იქს ფაქტორში" გამოჩნდა, შემდეგ კი მოღვაწეობა პოპულარულ ინგლისურ ბოიბენდში One Direction გააგრძელა. 2015 წელს მუსიკოსმა ჯგუფი დატოვა და სოლო კარიერა დაიწყო. 2016-ში ის პირველი ბრიტანელი მამაკაცი არტისტი გახდა, რომლის სადებიუტო სინგლმაც Pillowtalk როგორც ბრიტანულ, ასევე ამერიკულ ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული