Thumbnail

ნახეთ: მეთ ბერნინგერმა სიმღერაზე One More Second კლიპი გადაიღო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ამერიკული ჯგუფის The National ფრონტმენმა, მეთ ბერნინგერმა კომპოზიციაზე One More Second გადაღებული კლიპი გაავრცელა. ვიდეორგოლის რეჟისორი კრის სგროი გახლავთ. სიმღერა მუსიკოსის სადებიუტო სოლო ალბომში Serpentine Prison იქნება წარმოდგენილი, რომელიც 16 ოქტომბერს გამოიცემა.

ნახეთ: Matt Berninger - Distant Axis

ნახეთ: Matt Berninger - Serpentine Prison

მეთ ბერნინგერმა The National ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატიში 1999 წელს ჩამოაყალიბა. ბენდის სადებიუტო ალბომი ორი წლის შემდეგ მისი წევრების, ბრიუს და აარონ დესნერების მიერ დაარსებულ ლეიბლზე Brassland გამოიცა. 2017 წელს გამოშვებულმა რიგით მეშვიდე სტუდიურმა ჩანაწერმა Sleep Well Beasts კი მუსიკოსებს საუკეთესო ალტერნატიული ალბომის ნომინაციაში გრემის პრესტიჟული ჯილდო მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული