Thumbnail

ნახეთ: Alicia Keys და SiR სიმღერას Three Hour Drive ასრულებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

არაერთი გრემის მფლობელი მუსიკოსი, ალიშა ქისი ახალგავრცელებული ალბომის ALICIA პრომოუშენის მიზნით მედიაპლატფორმას Colors ესტუმრა. ალიშამ გადაცემაში A Colors Show კომპოზიცია Three Hour Drive შეასრულა. პერფორმანსში მონაწილეობა კალიფორნიელმა არენბი შემსრულებელმა, სერმა მიიღო. ტრეკის პროდიუსერი ინგლისელი არტისტი Sampha გახლავთ.

მოუსმინეთ: ალიშა ქისი ახალ ალბომს ALICIA ავრცელებს

ნახეთ: ალიშა ქისი მუსიკალურ გადაცემაში Tiny Desk Concert

ალიშა ქისი: მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრებაში "არას" თქმა ვისწავლოთ

ალიშამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1995 წელს დაიწყო. ფართო საზოგადოებამ ის 2001 წელს სადებიუტო ალბომით Songs In A Minor გაიცნო. სტუდიური ნამუშევრის მთავარი სინგლი Fallin' გახლავთ. 15 გრემის მფლობელმა შემსრულებელმა კარიერის განმავლობაში 65 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. გამოცემა Time-მა ქისი 2005 და 2017 წელს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული