Thumbnail

მოუსმინეთ: ჯონ კოლტრეინის ალბომის Giant Steps სუპერ დელუქს ვერსია გავრცელდა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი ლეიბლი Rhino ლეგენდარული ამერიკელი ჯაზ მუსიკოსის, ჯონ კოლტრეინის რიგით მეხუთე ალბომის Giant Steps 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით სტუდიური ნამუშევრის სუპერ დელუქს ვერსიას ავრცელებს.

Giant Steps კოლტრეინმა 1959 წელს კონტრაბასისტ პოლ ჩემბერსთან, პიანისტ ტონი ფლანაგანთან და დრამერ არტ ტეილორთან ერთად ჩაწერა. ნამუშევრის თავდაპირველი ვერსია 7 კომპოზიციას აერთიანებდა.

სუპერ დელუქს ალბომში კი 35 ჩანაწერს შეხვდებით, მათ შორის კომპოზიციების ალტერნატიულ, დემო და სესიებზე შესრულებულ ვერსიებს.

ჯონ კოლტრეინი ჯაზის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს არტისტად ითვლება. ვირტუოზმა საქსოფონისტმა ინოვაციებითა და ექსპერიმენტებით ჟანრში გარდამტეხი ცვლილებები შეიტანა. შთამბეჭდავი სოლო კარიერის გარდა, მან ისეთ ლეგენდარულ მუსიკოსებთან თანამშრომლობითაც გაითქვა სახელი, როგორებიც იყვნენ მაილს დევისი, თელონიუს მონკი და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული