Thumbnail

მერილინ მენსონმა განმარტა, თუ რატომ აღარ სვამს აბსენტს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი, მერილინ მენსონი რადიოსადგურ Apple Music-ს ესტუმრა. ჟურნალისტ ზეინ ლოუისთან დიალოგში მან განმარტა, თუ რატომ აღარ სვამს ალკოჰოლურ სასმელ აბსენტს.

მერილინ მენსონი: ოზი ყოველთვის ძალიან მშვიდი და საინტერესო პიროვნება იყო

მოუსმინეთ: მერილინ მენსონმა ალბომი We Are Chaos გამოუშვა

"2017 წელს სცენაზე დეკორაცია დამეცა და საავადმყოფოში გადამიყვანეს. იქიდან რომ გამოვედი, ტკივილგამაყუჩებლები არ მიმიღია. წარსულში თრობის მიზნით ვსვამდი და აღარ მინდოდა, პრეპარატებზე დამოკიდებული გავმხდარიყავი. ამ დროს შევწყვიტე აბსენტის მიღებაც. გონებას მიბინდავდა. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა არტისტს უფრო მეტ გასაქანს გაძლევს, თუმცა, ზოგჯერ ამას ცუდი შედეგები მოჰყვება. მე ეს ყველაფერი გავიაზრე", - ამბობს მენსონი.

შეგახსენებთ, რომ მერილინი 2017 წელს ნიუ იორკში გამართულ კონცერტზე კომპოზიციას Sweet Dreams ასრულებდა, რა დროსაც სცენის დეკორაცია, კერძოდ კი უზარმაზარი პისტოლეტები დაეცა.

ბრაიან უორნერმა მუსიკალური კარიერა 1989 წელს დაიწყო. მისი ფსევდონიმი Marilyn Manson ამერიკელი მსახიობის მერილინ მონროს სახელისა და ცნობილი დამნაშავის, ჩარლზ მენსონის გვარის კომბინაციაა. სკანდალური იმიჯით გამორჩეულმა მუსიკოსმა წარმატებას მეორე სტუდიური ნამუშევრის Antichrist Superstar გამოსვლის შემდეგ მიაღწია. არტისტის 3 ალბომს პლატინის სტატუსი აქვს მოპოვებული. მისი ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია The Beautiful People და ინგლისური ბენდების Depeche Mode და Eurythmics ქავერები Sweet Dreams და Personal Jesus.

კომენტარები

ბოლოს დამატებული