Thumbnail

ნახეთ: Chris Brown და Young Thug კლიპში Say You Love Me

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული არენბი შემსრულებელი Chris Brown და ჰიპ ჰოპის ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი Young Thug კომპოზიციაზე Say You Love Me შექმნილ ანიმაციურ ვიდეორგოლს ავრცელებენ. ჩანაწერის პროდიუსერი არაერთი ჰიტის ავტორი Murda Beatz გახლავთ. ტრეკი კოლეგების კოლაბორაციული მიქსტეიპის Slime & B სინგლია.

მოუსმინეთ: Chris Brown და Young Thug მიქსტეიპს Slime & B ავრცელებენ

ნახეთ: Chris Brown და Young Thug კლიპში Go Crazy

კრის ბრაუნმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2005 წელს დაიწყო. გრემის მფლობელ შემსრულებელს კარიერის განმავლობაში 30 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მას განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Turn Up the Music, With You და Loyal მოუტანა.

იანგ თაგმა კი შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მუსიკოსი ორიგინალური ვოკალითა და ჩაცმულობის ექსცენტრიკული სტილით გამოირჩევა. არტისტი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 წლის ტრეკით Stoner გახდა. 2017 წელს კი მან გაყიდვაში კომერციული მიქსტეიპი Beautiful Thugger Girls ჩაუშვა. 2019 წელს ჯეფრიმ სადებიუტო ალბომი So Much Fun გაავრცელა, რომელიც დღეს პლატინის სტატუსის მფლობელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული