Thumbnail

მოუსმინეთ: მაქსიმე მაჩაიძე კომპოზიციას Nami ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

აგვისტოში გამოქვეყნებული სოლო კომპოზიციის Alio შემდეგ, პოპულარული ალტერნატიული ჰიპ ჰოპ გაერთიანების KayaKata წევრი, მაქსიმე მაჩაიძე, ფსევდონიმით Luna997, მსმენელს ახალი ტრეკით Nami დაუბრუნდა. ჩანაწერის პროდიუსერი ამავე კოლექტივის წარმომადგენელი, არაერთი ჰიტის ავტორი SABANADZE გახლავთ.

მოუსმინეთ: მაქსიმე მაჩაიძე კომპოზიციას Alio ავრცელებს

ნახეთ: მაქსიმე მაჩაიძე ახალ კომპოზიციას moshi moshi ავრცელებს

მაქსიმე მაჩაიძის 5 საყვარელი სიმღერა

მაქსიმემ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის შემოქმედებითი გაერთიანება LTFR-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. სოლო კარიერის გარდა, შემსრულებელი პოპულარული ჰიპ ჰოპ დუეტის KayaKata წევრია. მუსიკის პარალელურად, არტისტი ვიზუალური ხელოვნებითაა დაინტერესებული. მან რამდენჯერმე თბილისში გამართულ მოდის კვირეულზე საკუთარი დიზაინით შექმნილი ტანსაცმლის კოლექცია წარადგინა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული