Thumbnail

მოუსმინეთ: I.G.O & Micro - ტიბეტის ზეგანი

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ცნობილი ჰიპ ჰოპ გაერთიანების DigMassive წევრი, იგორ ძაძამია, ფსევდონიმით I.G.O, მსმენელს ახალ კომპოზიციას "ტიბეტის ზეგანი" სთავაზობს. გამოცდილი ემსის ჩანაწერში მისი ახალგაზრდა კოლეგა, ლაშა კვარაცხელია, იგივე Micro მონაწილეობს, რომელმაც იგორთან წარსულშიც არაერთხელ ითანამშრომლა. ტრეკის ინსტრუმენტალის, მასტერინგისა და პროდიუსინგის ავტორი თავად აიჯიო გახლავთ.

ნახეთ: I.G.O - ვერტიკალი

ნახეთ: I.G.O - ფაუნა

იგორმა მუსიკალური კარიერა 2010-იან წლებში დაიწყო. ის ქართული ჰიპ ჰოპ გაერთიანების DigMassive წევრია. 2015 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი "ნუსხური ექო" გამოსცა. მისი შემოქმედება ჟანრის ქვემიმდინარეობის, ბუმ ბეფის ჟღერადობისაა. არტისტი რეჩიტატივის კითხვის სახასიათო მანერით გამოირჩევა.

მაიქრო მუსიკის შექმნით 2010-იან წლებში დაინტერესედა. თუმცა, პირველი კომპოზიცია "უცხო ფენომენი" 2015 წელს გამოაქვეყნა. მუსიკოსი ხშირად ჰიპ ჰოპ გაერთიანების DigMassive წევრებთან, განსაკუთრებით კი სწორედ I.G.O-სთან თანამშრომლობს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული