Thumbnail

19 წლის კალიფორნიელი რეპერი Baby Keem ახალ კომპოზიციას Hooligan და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. ნამუშევრის პროდიუსერი მუსიკოსი Oogie Mane გახლავთ. სინგლთან ერთად არტისტმა ფრისტაილ ტრეკი sons & critics freestyle გამოაქვეყნა.

ჰაკიმ ჯამალ კარტერ უმცროსმა, ფსევდონიმით Baby Keem, შემოქმედებითი კარიერა 2017 წელს დაიწყო. მომდევნო წელს მუსიკოსმა სადებიუტო მიქსტეიპი The Sound of a Bad Habit გაავრცელა. 2019 წელს კი მუსიკოსმა რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი Die for My Bitch გამოსცა. აღსანიშნავია, რომ ბეიბი კიმი პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტის, ქენდრიქ ლამარის ბიძაშვილია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული