Thumbnail

ამერიკული ალტერნატიული მეტალ ბენდი Deftones ახალ კომპოზიციას Genesis და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი ჯგუფის მომავალ ალბომში Ohms იქნება წარმოდგენილი, რომელიც 25 სექტემბერს გამოიცემა.

ნახეთ: Deftones – Ohms

Deftones საკრამენტოში 1988 წელს შეიქმნა. შვიდი წლის შემდეგ კოლექტივმა სადებიუტო ალბომი Adrenaline გაავრცელა. ჯგუფს ამ დრომდე 8 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული. გრემის მფლობელ ბენდს კარიერის განმავლობაში 10 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული