Thumbnail

მოუსმინეთ: Moneybagg Yo და Blac Youngsta მიქსტეიპს Code Red ავრცელებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

მემფისელი ჰიპ ჰოპ არტისტები Moneybagg Yo და Blac Youngsta მსმენელს კოლაბორაციულ მიქსტეიპს Code Red სთავაზობენ. სამხრეთელი კოლეგების სტუდიური ნამუშევარი 11 კომპოზიციას აერთიანებს. ჩანაწერის ფარგლებში რეპერებმა ითანამშრომლეს მუსიკოსებთან: Yo Gotti, 42 Dugg, City Girls, DaBaby, Southside და სხვა.

მოუმინეთ: Moneybagg Yo - Said Sum (Remix) Ft. City Girls & DaBaby

ნახეთ: Moneybagg Yo და DaBaby კლიპში Protect Da Brand

ნახეთ: Moneybagg Yo კლიპს Cold Shoulder ავრცელებს

მანიბეგ იომ მუსიკალური კარიერა 2012 წელს დაიწყო. არტისტის დისკოგრაფია 15 ოფიციალურ მიქსტეიპს, კომპილაციურ ჩანაწერსა და 3 სტუდიურ ალბომს აერთიანებს. ახალგაზრდა არტისტი ვეტერანი კოლეგის, Yo Gotti-ს დამოუკიდებელი ლეიბლის CMG წევრია. დიმარიოს ცნობილი ტრეკებია All Of A Sudden, Doin To Much, Yesterday, Mandatory Drug Test და სხვა.

ცნობილი კოლეგის მსგავსად, ბლექ იანგსთამაც შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. არტისტის დისკოგრაფიაში 2 ალბომი, 10 მიქსტეიპი და EP სახელწოდებით Cut Up ერთიანდება. მისი პოპულარული კომპოზიციებია: Booty, Hip Hopper და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული