Thumbnail

სადებიუტო მიქსტეიპის STIMULUS PACKAGE გამოქვეყნების შემდეგ, ესპანეთში მოღვაწე ინკოგნიტო ჰიპ ჰოპ არტისტი MamaFlex მსმენელს ახალ კომპოზიციას CARCEL LUX და მასზე შექმნილ ვიზუალურ ნამუშევარს სთავაზობს. ფლექსმა ტრეკი ქართული რეპის ერთ-ერთი პიონერის, შავი პრინცის ცნობილი ნამუშევრის "მე ქუთაისელი ვარ" შთაგონებით შექმნა. სინგლის ინსტრუმენტალის ავტორი MOROS, პროდიუსერი კი Mazyes გახლავთ.

მოუსმინეთ: MamaFlex მიქსტეიპს STIMULUS PACKAGE ავრცელებს

ნახეთ: MamaFlex - Cute Boi Flez

MamaFlex სადებიუტო ტრეკით Drama 2018 წლის მაისში გამოჩნდა და მსმენელთა ყურადღებაც მალევე მიიქცია. ბარსელონაში მცხოვრები არტისტი, რომელიც საკუთარ ვინაობას არ ასაჯაროებს, ორიგინალური ვიდეორგოლებითა და ვიზუალით გამოირჩევა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული