Thumbnail

მოუსმინეთ: ალიშა ქისი ახალ ალბომს ALICIA ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარულმა არენბი შემსრულებელმა, ალიშა ქისმა ახალი, რიგით მეშვიდე ალბომი ALICIA გაავრცელა. სტუდიური ჩანაწერი 15 კომპოზიციას აერთიანებს. ნამუშევარში ისეთი ცნობილი არტისტები მონაწილეობენ, როგორებიც არიან: Swizz Beatz, Khalid, Miguel და სხვები.

ნახეთ: ალიშა ქისმა NFL-ის გახსნაზე სიმღერა Love Looks Better შეასრულა

ალიშამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1995 წელს დაიწყო. ფართო საზოგადოებამ ის 2001 წელს სადებიუტო ალბომით Songs in A Minor გაიცნო. სტუდიური ნამუშევრის მთავარი სინგლი Fallin' გახლავთ. 15 გრემის მფლობელმა შემსრულებელმა კარიერის განმავლობაში 65 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. გამოცემა Time-მა ქისი 2005 და 2017 წელს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული