Thumbnail

პოპულარული კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტი, მაიკლ რეი სტივენსონი, სასცენო სახელით Tyga, მსმენელს ახალი კომპოზიციით Money Mouf დაუბრუნდა. დასავლელი რეპერის ჩანაწერში მისი ასევე კალიფორნიელი კოლეგები, ცნობილი რეპერი YG და ახალბედა შემსრულებელი Saweetie მონაწილეობენ. ტრეკის პროდიუსერები John $K Mcgee და OG Parker არიან.

ნახეთ: Tyga - Ibiza

ნახეთ: Tyga - Vacation

ნახეთ: Tyga - FREAK Ft. Megan Thee Stallion

მაიკლმა მუსიკალური კარიერა 2004 წელს დაიწყო. მისი წარმატება 2012 წელს ჩაწერილ ალბომს Careless World: Rise Of The Last King უკავშირდება, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპოზიცია Rack City გახლავთ. 2019 წელს მუსიკოსმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო სტუდიური ჩანაწერი Legendary ჩაუშვა, რომელმაც გამოსვლიდან პირველივე დღეს ოქროს სტატუსი დაიმსახურა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული