Thumbnail

ნახეთ: Rick Ross კლიპს Pinned To The Cross ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანმა სამხრეთელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, უილიამ ლეონარდ რობერტსმა, სასცენო სახელით Rick Ross, კომპოზიციაზე Pinned To The Cross გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. მაიმელი რეპერის ჩანაწერში ახალგაზრდა მუსიკოსი Finn Matthews მონაწილეობს. ტრეკის ერთ-ერთი პროდიუსერი AraabMUZIK გახლავთ.

ნახეთ: Freddie Gibbs, The Alchemist და Rick Ross კლიპში Scottie Beam

ნახეთ: Currensy და Rick Ross კლიპში Mugello Red

სამხრეთელმა მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000 წელს დაიწყო. დღეისთვის მას 10 ალბომი და 5 კოლაბორაციული ნამუშევარი აქვს გამოშვებული. 2012 წელს ტელეკომპანია MTV-მ არტისტი წლის ყველაზე მოთხოვნად რეპერად დაასახელა. სოლო კარიერის გარდა, მან 2009 წელს ჰიპ ჰოპ გაერთიანება Maybach Music Group ჩამოაყალიბა, რომლის წევრებიც პოპულარული შემსრულებლები მიქ მილი და ვალეი იყვნენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული