Thumbnail

ნახეთ: ბიგ შონი კლიპს ZTFO ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

დეტროიტელმა რეპერმა, ბიგ შონმა კომპოზიციაზე ZTFO გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ტრეკის ერთ-ერთი პროდიუსერი სახელოვანი მუსიკოსი No I.D. გახლავთ. ჩანაწერში პოპულარული ჰიუსტონელი შემსრულებლის, ტრევის სკოტის ვოკალია გამოყენებული. ნამუშევარი შონის ახალგავრცელებული ალბომის 'Detroit 2' სინგლია.

მოუსმინეთ: ბიგ შონმა ალბომი 'Detroit 2' გამოუშვა

ნახეთ: ბიგ შონი და ტრევის სკოტი კლიპში Lithuania

ნახეთ: Big Sean - Harder Than My Demons

ბიგ შონმა, რომელიც თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი წამყვანი არტისტია, მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. შემსრულებელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი სადებიუტო, პლატინის სტატუსის მფლობელი ალბომით Finally Famous გახდა. 2017 წლის მიწურულს მაიკლმა და მეთრო ბუმინმა ერთობლივ ნამუშევარზე Double Or Nothing ითანამშრომლეს, რომელმაც მსმენელის მოწონება დაიმსახურა. დღეისთვის ბიგ შონის დისკოგრაფიაში 5 სოლო ალბომი ერთიანდება. ბოლო მათგანი 'Detroit 2' შემსრულებელმა სამწლიანი პაუზის შემდეგ, 2020 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა. დეტროიტელი მუსიკოსი ცნობილი ლეიბლის G.O.O.D Music ერთ-ერთი წევრია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული