Thumbnail

ნახეთ: კაილი მინოუგმა ჯიმი ფელონის შოუში სიმღერა Say Something შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ავსტრალიელი პოპვარსკვლავი, კაილი მინოუგი ჯიმი ფელონის ღამის შოუს ესტუმრა. მუსიკოსმა გადაცემაში მომავალი ალბომის Disco სინგლი Say Something შეასრულა. სტუდიური ნამუშევარი გაყიდვაში 6 ნოემბერს ჩაეშვება.

ნახეთ: კაილი მინოუგმა სიმღერაზე Say Something შექმნილი კლიპი გაავრცელა

მომღერალმა კარიერა 1987 წელს დაიწყო. გრემის მფლობელ არტისტს დღემდე 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არაერთი ჰიტის მქონე მუსიკოსის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად 2001 წელს ჩაწერილი სიმღერა Can't Get You Out of My Head ითვლება, რომელმაც ბილბორდის ჩარტში პირველობა არავის დაუთმო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული