Thumbnail

მოუსმინეთ: Arctic Monkeys-ის ყოფილი ბასისტი, ენდი ნიკოლსონი ახალ ტრეკს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანული ჯგუფის Arctic Monkeys ერთ-ერთმა დამაარსებელმა და ყოფილმა ბასისტმა, ენდი ნიკოლსონმა პროექტის Goldteeth ფარგლებში ახალი კომპოზიცია Once I Got Away From You Then Everything Worked Out გაავრცელა. ჩანაწერში ლონდონელი არენბი შემსრულებელი Murkage Dave მონაწილეობს. სინგლი ნიკოლსონის რიგით მეორე EP-ში შევა.

ენდი ნიკოლსონმა შემოქმედებითი კარიერა 2002 წელს ჯგუფში Arctic Monkeys დაიწყო. 2006 წელს, კოლექტივთან ერთად სადებიუტო ალბომის Whatever People Say I Am, That's What I'm Not გამოცემის შემდეგ, ნიკოლსონმა ბენდი დატოვა. ამის შემდეგ არტისტი ელექტრონულ მუსიკაზე გადაერთო. პროექტის Goldteeth ფარგლებში ნიკოლსონმა პირველი EP 2019 წელს გამოუშვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული