Thumbnail

ამერიკელი კომიკოსი, მსახიობი და მუსიკოსი, ტიმ ჰაიდეკერი ახალ კომპოზიციას Property ავრცელებს. სინგლი მის მომავალ ალბომში Fear of Death იქნება წარმოდგენილი, რომელიც 25 სექტემბერს გამოიცემა. ჩანაწერში კალიფორნიელი არტისტი Weyes Blood მონაწილეობს.

მოუსმინეთ: Tim Heidecker - Nothing Ft. Weyes Blood

ტიმ ჰაიდეკერმა მუსიკალური კარიერა 2008 წელს დაიწყო. სამი წლის შემდეგ არტისტმა დევინ ვუდთან ერთად პირველი სტუდიური ჩანაწერი Starting From Nowhere გამოსცა. ამავე წელს მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ალბომი Cainthology: Songs in the Key of Cain გაავრცელა. ტიმს ამ დრომდე 4 სოლო ნამუშევარი აქვს გამოქვეყნებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული