Thumbnail

ბრიტანელი მუსიკოსი, დევ ჰაინსი, სასცენო სახელით Blood Orange და ამერიკაში მოღვაწე სამხრეთკორეელი არტისტი 박혜진 Park Hye Jin ახალ კომპოზიციას Call Me (Freestyle) და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებენ. ვიდეორგოლის ავტორი თავად ჰაინსი გახლავთ.

დევ ჰაინსმა მუსიკალური კარიერა 2004 წელს დაიწყო. ორი წლის განმავლობაში ის ჯგუფში Test Icicles მოღვაწეობდა. არტისტის სოლო შემოქმედება 4 სტუდიურ ალბომს აერთიანებს, რომელთაგანაც გამორჩეული, ბოლო 2018 წლის ჩანაწერი Negro Swan გახლავთ. მას ისეთ არტისტებთან ერთად უმუშავია, როგორებიც არიან: P. Diddy, ASAP Rocky, The Chemical Brothers და სხვები.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული