Thumbnail

ნახეთ: ქეთი მელუა აჭარაში გადაღებულ კლიპს Your Longing Is Gone ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბრიტანეთში მოღვაწე მუსიკოსი, ქეთი მელუა კომპოზიციის Your Longing Is Gone კლიპს ავრცელებს, რომელიც აჭარაშია გადაღებული. ვიდერგოლზე რეჟისორმა, მარიამ სიჭინავამ იმუშავა. გადაღებები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, შავი ზღვის სანაპიროსა და ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა. კლიპში არტისტს დიზაინერ თაკო მექვაბიძის მიერ შექმნილი სამოსი აცვია. სიმღერა ქეთის მომავალ ალბომში Album No. 8 სინგლის სახით იქნება წარმოდგენილი. სტუდიური ჩანაწერი გაყიდვაში 16 ოქტომბერს ჩაეშვება.

მოუსმინეთ: ქეთი მელუა სიმღერას Leaving The Mountain ავრცელებს

ნახეთ: ქეთი მელუა კლიპს Airtime ავრცელებს

ნახეთ: ქეთი მელუა კომპოზიციაზე A Love Like That გადაღებულ კლიპს ავრცელებს

"ამ კლიპის გადაღება ჩემთვის ზღაპრული გამოცდილება იყო. გამიმართლა, რომ გასულ თვეს მშობლიურ ბათუმში ჩაფრენა და ამ საოცრად კრეატიული ადამიანების გუნდთან მუშაობა მოვახერხე. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა რეჟისორი მარიამ სიჭინავა ვიდეორგოლის გადაღებაზე დამთანხმდა. ჩემს ულამაზეს სამოსზე კი დიზაინერმა თაკო მექვაბიძემ იზრუნა, რომელიც, თუ დაიჯერებთ, საბავშვო ბაღში გავიცანი, როცა ბათუმში ვცხოვრობდი. ამდენი წლის შემდეგ მასთან კავშირის აღდგენა და თანამშრომლობა საოცარი განცდა იყო", - წერს მუსიკოსი ინსტაგრამზე.

კლიპის გადასაღები მოედნიდან არაერთი სურათი გავრცელდა, რომელიც ფოტოგრაფ მარიამ მუმლაძეს ეკუთვნის.

ქართველმა მომღერალმა კარიერა 2003 წელს დაიწყო. ქეთი ორი Echo Awards-ის (გერმანიის გრემად წოდებული მუსიკალური ჯილდო) მფლობელია. პოპვარსკვლავს 11 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. 2006 წელს ჩრდილოეთის ზღვის ქვეშ 303 მეტრის სიღრმეზე ჩატარებული სოლო კონცერტისთვის მელუა გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული