Thumbnail

ნახეთ: 2021 წელს The Beatles-ის ახალი წიგნი The Beatles: Get Back გამოიცემა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

2021 წლის 31 აგვისტოს ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის The Beatles ახალი წიგნი The Beatles: Get Back გამოიცემა. 240-გვერდიან ნამუშევარში ბენდის ბოლო ალბომზე Let It Be მუშაობის პროცესი იქნება აღწერილი. წიგნში როგორც აქამდე უცნობ ათასობით ფოტოს, აგრეთვე, სესიების დროს ჩაწერილი 120-საათიანი საუბრების ტრანსკრიპტს იხილავთ.

The Beatles-ის თითოეული წევრის ფავორიტი ალბომი ჯგუფის შემოქმედებიდან

პოლ მაკკარტნიმ განმარტა, რატომ უჩივლა The Beatles-ს სასამართლოში

რინგო სტარმა გაიხსენა, რატომ ჩაშალა პოლიციამ The Beatles-ის უკანასკნელი კონცერტი

2000 წელს გამოცემული The Beatles Anthology-ს შემდეგ, ეს ჯგუფის პირველი ოფიციალური წიგნი იქნება. მისი პრომოუშენის ფარგლებში ვიდეო უკვე გავრცელდა:

მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი The Beatles ქალაქ ლივერპულში 1960 წელს შეიქმნა. ბენდმა სადებიუტო სინგლი Love Me Do 1962 წელს გამოუშვა. მომდევნო წელს კი კოლექტივმა პირველი ალბომი Please Please Me გაავრცელა. 800 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით "ბითლზი" მუსიკის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ლივერპულურმა ოთხეულმა კარიერის განმავლობაში ოსკარისა და 7 გრემის მოპოვება შეძლო.

1970 წელს კოლექტივმა რიგით მეთორმეტე, უკანასკნელი ალბომი Let It Be გამოუშვა. ჩანაწერის გავრცელებამდე ერთი თვით ადრე ბენდი დაიშალა. 1999 წელს ჟურნალმა Time მუსიკოსები მე-20 საუკუნის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში შეიყვანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული