Thumbnail

ქართულ-ფრანგულმა ჯგუფმა Murman Tsuladze ახალი კომპოზიცია "აბრეშუმი" (La Soie) გაავრცელა. სინგლი მუსიკოსების პირველ სტუდიურ ნამუშევარში იქნება წარმოდგენილი, რომელიც 16 ოქტომბერს გამოიცემა. 30 სექტემბერს კი კოლექტივი სინგლზე გადაღებულ ვიდეოკლიპს გამოაქვეყნებს.

ნახეთ: ჯგუფმა Murman Tsuladze კლიპი Sazamtro 45m² გადაიღო

ქართულ-ფრანგულმა პროექტმა Murman Tsuladze კლიპი "მოდი, წავიცეკვოთ" გაავრცელა

პროექტი Murman Tsuladze 2016 წელს მურმან წულაძემ ბრიუსელში ჩამოაყალიბა. მოგვიანებით მას ფრანგული ჯგუფის, La Femme-ის წევრი, ლუკას ნუნიეს რიტერი, ფსევდონიმით ზაური და პარიზული ტექნო დუეტის, Mundopal-ის ერთ-ერთი დამაარსებელი, ვიქტორ გასკონი, სასცენო სახელით კრიკორი შეუერთდნენ. ბენდს კონცერტები ისეთ ქვეყნებში აქვს გამართული, როგორებიცაა: საქართველო, საფრანგეთი, ბელგია, ესპანეთი, მაროკო, შვეიცარია და სერბეთი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული