Thumbnail

ნახეთ: რეპერ YFN Lucci-ს კლიპის გადაღებისას იარაღი გაუვარდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ატლანტელ ჰიპ ჰოპ არტისტ YFN Lucci-ს ახალი კლიპის გადაღებებზე ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა. ინციდენტის ამსახველი კადრები გამოცემა TMZ-მ გაავრცელა. მისმა თანმხლებმა პირებმა მუსიკოსი გააფრთხილეს, რომ სასხლეტს არ შეხებოდა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ იარაღი სათამაშო ეგონა, ლუჩიმ მათ არ დაუჯერა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ტყვიამ მხოლოდ გადასაღები მოედნის იატაკი დააზიანა.

მომხდარს ინსტაგრამის გვერდზე გამოეხმაურა პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი, Young Thug, რომელსაც YFN Lucci-სთან დაძაბული ურთიერთობა აქვს.

"იარაღი დააგდე, შვილო", - დაწერა იანგ თაგმა სოციალურ ქსელში.

View this post on Instagram

#youngthug giving some advice to #yfnlucci

A post shared by DJ Akademiks (@akademiks) on

რეპერებს შორის უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ლუჩიმ ტვიტერზე თავისი ძვირფასეულობის ფოტო გაავრცელა. იანგ თაგმა კი დაუკომენტარა, რომ თავისი შვილების სამკაულები უფრო ღირებული იყო, ვიდრე მისი.

რეიშოუნ ლამარ ბენეტმა, ფსევდონიმით YFN Lucci, მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო. იმავე წელს მან თავისი სადებიუტო მიქსტეიპი Wish Me Well გამოსცა. რეპერის ყველაზე პოპულარული კომპოზიციებია: Everyday We Lit, Key To The Streets და Heartless.

კომენტარები

ბოლოს დამატებული