Thumbnail

ნახეთ: ქანიე ვესთმა გრემის ჯილდო უნიტაზში ჩააგდო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ჩიკაგოელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქანიე ვესთმა საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ მას შემდეგ მიიპყრო, რაც არაერთი მუსიკოსისთვის სანატრელი პრესტიჟული ჯილდო, გრემი უნიტაზში ჩააგდო და ზედ მოშარდა. მისი ქმედების ამსახველი ვიდეო შემსრულებელმა ტვიტერზე გამოაქვეყნა.

ქანიე ვესთი: მე ახალი მოსე ვარ

"დამიჯერეთ, მე არ გავჩერდები", - ასათაურებს რეპერი პოსტს.

მანამდე ქანიემ ტვიტერზე არაერთი ხმაურიანი განცხადება გააკეთა. რეპერი გავლენიან ლეიბლებს Universal Music და Sony დაუპირისპირდა, რომლებთანაც წლებია, თანამშრომლობს. მისი თქმით, ახალ ნამუშევრებს არ გაავრცელებს მანამ, სანამ მათთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს ვადა არ ამოეწურება. ამასთან, გეგმავს, ზემოხსენებული ლეიბლებისა და სხვა არტისტების კონტრაქტებსაც გადახედოს. ვესთმა ტვიტერზე აგრეთვე დაწერა, რომ მუსიკის ინდუსტრია მონებით დატვირთული ხომალდია.

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 21-გზის გამარჯვებულია. მისი 3 სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის შეიყვანა. 2020 წლის დასაწყისში ბიზნესჟურნალმა, Forbes-მა ქანიე ვესთი, ჯეი ზის შემდეგ, რიგით მეორე მილიარდერ რეპერად დაასახელა. თავად ქანიე კი "ფორბსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ დაეთანხმა და გაამხილა, რომ მისი ქონება რეალურად 3,3 მილიარდი დოლარია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული