Thumbnail

ნახეთ: Spice Girls-ის წევრი Melanie C სიმღერას Fearless ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანული პოპ ჯგუფის Spice Girls წევრი, მელანი ჩისჰოლი, ფსევდონიმით Melanie C, ახალ კომპოზიციას Fearless და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ჩანაწერში ლონდონელი რეპერი, ნადია როუზი მონაწილეობს, რომელიც "სფაის გერლზის" დიდი თაყვანისმცემელია. სინგლი მელანის რიგით მერვე სოლო ალბომში Melanie C შევა, რომელიც გაყიდვაში 2 ოქტომბერს ჩაეშვება.

ნახეთ: Spice Girls-ის წევრი, Melanie C კლიპს In and Out Of Love ავრცელებს

მელანი ჯეიმ ჩისჰოლმმა კარიერა 1994 წელს "სფაის გერლზში" მოღვაწეობით დაიწყო. 1996 წლიდან დღემდე კოლექტივის შემადგენლობაში მას 85 მილიონი, ხოლო, როგორც სოლო არტისტს, 20 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მუსიკოსი ჯგუფში Sporty Spice-ის ფსევდონიმით იყო ცნობილი, სოლო ალბომებს კი "მელანი სის" სახელით უშვებს. მათ შორის პირველი Northern Star 21 წლის წინ გავრცელდა. მელანი აგრეთვე საკუთარ ხმის ჩამწერ ლეიბლს Red Girl Records ფლობს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული