Thumbnail

ამერიკული ინდი პოპ დუეტი iDKHOW (I Dont Know How But They Found Me) ტექსტურ ვიდეორგოლთან ერთად ახალ კომპოზიციას Razzmatazz ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების ამავე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომში შევა, რომელიც 16 ოქტომბერს გამოიცემა.

ნახეთ: iDKHOW კომპოზიციაზე Leave Me Alone გადაღებულ კლიპს ავრცელებს

I Dont Know How But They Found Me იუტას შტატის ქალაქ სოლთ ლეიქ სითიში 2016 წელს შეიქმნა. მუსიკოსებს ამ დრომდე ორი EP აქვთ გამოცემული. მათი შემოქმედება ინდი პოპს, ელექტრონულ როკსა და ნიუ ვეივს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული