Thumbnail

ქანიე ვესთი თავისი საარჩევნო შტაბის წევრებს სთხოვს, ქორწინებამდე სექსი აღარ ჰქონდეთ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

3 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. გამოცემა The New York Times პერიოდულად ავრცელებს თითოეული კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას. ახლახან გამოქვეყნებულ სტატიაში ჟურნალისტი, მეგი ჰაბერმანი მოგვითხრობს, რომ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქანიე ვესთმა თავისი საარჩევნო შტაბის წევრებს სთხოვა, ქორწინებამდე სექსისგან თავი შეიკავონ.

ქანიე ვესთი: სიცოცხლე დედამ შემინარჩუნა, მამაჩემი აბორტის გაკეთებას სთხოვდა

ქანიე ვესთი ამერიკის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აგრძელებს

"ქანიემ თავისი გუნდის წევრებს სთხოვა, რომ თავი შეიკავონ ქორწინებამდე "მრუშობისგან". ამის შესახებ ინფორმაცია მის კამპანიაში მონაწილე ერთ-ერთმა ადამიანმა მოგვაწოდა", - წერს ტვიტერის გვერდზე "ნიუ იორკ თაიმსის" ჟურნალისტი.

აღსანიშნავია, რომ ქანიემ 2019 წელს თავის გოსპელ ალბომზე Jesus Is King მომუშავე დაუქორწინებელ მუსიკოსებსაც სთხოვა სექსისგან თავის შეკავება.

Kanye West: ალბომზე Jesus Is King მუშაობისას, დაუქორწინებელ მუსიკოსებს სექსი ავუკრძალე

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 21-გზის გამარჯვებულია. მისი 3 სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის შეიყვანა. 2020 წლის დასაწყისში ბიზნესჟურნალმა, Forbes-მა ქანიე ვესთი, ჯეი ზის შემდეგ, რიგით მეორე მილიარდერ რეპერად დაასახელა. თავად ქანიე კი "ფორბსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ დაეთანხმა და გაამხილა, რომ მისი ქონება რეალურად 3,3 მილიარდი დოლარია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული