Thumbnail

ნახეთ: ბილი აილიშმა Bershka-სთან ერთად ტანსაცმლის ახალი კოლექცია გამოუშვა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა, კომპანია Bershka-სთან თანამშრომლობით, ტანსაცმლისა და აქსესუარების კოლექცია შექმნა. ქალისა და მამაკაცის სპორტულ მაისურებთან, ჰუდებთან, ჟილეტებთან, შარვლებთან და თეთრი ფერის სპორტულ ფეხსაცმელებთან ერთად, თაყვანისმცემლებს პირბადეების, ქუდების, წინდებისა და აიფონის ჩასადებების ყიდვაც შეეძლებათ. პროდუქციის ფასი 10-დან 78 დოლარამდე მერყეობს.

ნახეთ: ბილი აილიშმა უკულელე Billie Eilish Uke გამოუშვა

ნახეთ: ბილი აილიში Apple Music-ის რეკლამაში

ნახეთ: ბილი აილიშმა ვებგვერდი შექმნა, რომლითაც თქვენს თავს მომავალში მისწერთ

"ბერშკა" ვიდეოსაც ავრცელებს, რომელშიც კოლექცია ბილის ახალი ჰიტის My Future ფონზეა წარდგენილი.

ეს მუსიკოსისა და ბრენდის პირველი თანამშრომლობა არ არის. არტისტმა "ბერშკასთვის" 2019 წელსაც შექმნა ტანსაცმლისა და აქსესუარების კოლექცია.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული