Thumbnail

ავსტრალიაში მოღვაწე ჰიპ ჰოპ არტისტი, სამფა თემბო, ფსევდონიმით Sampa The Great, კომპოზიციის Time’s Up ალტერნატიულ ვერსიას აქვეყნებს. ჩანაწერის რემიქსში მასთან ერთად ნიუ იორკელი კოლეგა Junglepussy მონაწილეობს. ნამუშევრის ორიგინალი მუსიკოსის 2019 წლის ალბომში The Return არის წარმოდგენილი.

ნახეთ: Sampa The Great კლიპს Time’s Up ავრცელებს

სამფამ მუსიკალური მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო. არტისტი ფართო საზოგადოებამ 2015 წლის კომპოზიციით F E M A L E გაიცნო. 2019 წელს შემსრულებელმა სადებიუტო ალბომი The Return გამოაქვეყნა, რომელმაც კრიტიკოსების მაღალი შეფასებები დაიმსახურა. მუსიკოსის თქმით, მასზე შთაგონება კოლეგებმა Mos Def და Chance The Rapper მოახდინეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული